Thumbnail
  • მაურო იკარდი არც პსჟ-ში და არც ინტერში სურთ
  • არსენალს ობამეიანგის შენარჩუნება გაუჭირდება 

2019 წლის ზაფხულში მაურო იკარდი ინტერიდან იჯარით პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფრანგულ კლუბში კარგად გამოიყურება და შედეგიანია - ლიგა 1-ის 20 მატჩში გატანილი 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა, პარიზული კლუბი მის გამოსყიდვას არ აპირებს და ზაფხულში უკან ინტერში დააბრუნებს.

არგენტინელის უკან დაბრუნება არ სურს იტალიურ გუნდს. 27 წლის მოთამაშეს სამწვრთნელო შტაბთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან ცუდი ურთიერთბა აქვს, სწორედ ამიტომ, ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ იკარდის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

ასევე ინტენსიურად იწერება იმის შესახებ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ლონდონის არსენალის დატოვება სურს. 30 წლის ფეხბურთელის სახელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისას რამდენჯერმე დაუკავშირეს ბარსელონას.

Tuttosport-ის ინფორმაციით, არსენალი და ინტერი ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ. კონტე მზად არის, გაბონელი მოთამაშე ინტერში იხილოს, ხოლო ინგლისური კლუბი მზად არის, იკარდი დაიმატოს.

ობამეიანგს არსენალთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ასევე 2021 წლის ზახულამდე აქვს ინტერთან ხელშეკრულება გაფორმებული იკარდის. ფეხბურთელების გაცვლა მომავალ ზაფხულს იგეგმება და შეთანხმების შემთხვევაში, ტრანფერი განხორციელდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები