Thumbnail

შერეული ორთაბრძოლების ბრაზილიელ მებრძოლ რონალდუ სოუზას, რომელსაც მონაწილეობა 9 მაისს (თბილისის დროით, 10 მაისს) დაგეგმილ UFC 249-ში უნდა მიეღო, კორონავირუსი გამოუვლინდა.

გამოკითხვა

ვინ გაიმარჯვებს?

  • ტონი ფერგიუსონი
  • ჯასტინ გეიჯი

ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტმა ბრეტ ოკამოტო ავრცელებს. როგორც ირკვევა, ვირუსზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი ბრაზილიელის ორ სეკუნდანტსაც ჰქონდა.

რონალდუ სოუზას იამაიკელ იურაია ჰოლთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ დადებითი ტესტის პასუხის შემდეგ ბრძოლა გაუქმდა. 

ოკამოტო იუწყება, რომ UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი მთლიანი ტურნირის გაუქმებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ყველა მებრძოლი, მათ შორის სოუზა და მისი გუნდის წევრები, იზოლაციაში, ერთმანეთისგან დისტანცირებულები არიან. 

ის, რომ ერთ-ერთ მებრძოლს კორონავირუსი გამოუვლინდა, დანა უაითისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 

"ჩატარდა რამდენიმე ასეული ტესტი და გასაკვირი ის იქნებოდა, ყველა მათგანი უარყოფითი რომ ყოფილიყო", - ამბობს UFC-ის პრეზიდენტი.

UFC 249 ქალაქ ჯექსონვილში (აშშ, ფლორიდას შტატი), ცარიელი ტრიბუნების თანხლებით უნდა ჩატარდეს. ღონისძიების მთავარი მოვლენა მსუბუქ წონაში ყოფილი ჩემპიონის ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება უნდა გახდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები