Thumbnail
  • NBA-ს სუპერვარსკვლავი ჰაკერების შეტევის მსხვერპლი გახდა
  • იანის ანტეტოკუნმპოს ტვიტერი და საბანკო ანგარიშები გაუტეხეს

წუხელ, მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავის, იანის ანტეტოკუნმპოს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აბსურდული, რასისტული და შეურაცხმყოფელი პოსტები გავრცელდა. დიდხანს ფიქრი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ Greek Freak ჰაკერების შეტევის მსხვერპლი გახდა.

როგორც ირკვევა, ჰაკერებმა გატეხეს მისი ელექტრონული ფოსტა და საბანკო ანგარიშებიც, რის შემდეგაც 25 წლის იანისის ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გაავრცელეს. მათ შორის იყო განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს იანისი მილუოკის ტოვებს და გოლდენ სტეირ უორიორსში გადადის. ასევე, იანისის სახელით დაიპოსტა კობი ბრაიანტის შეურაცხმყოფელი ტექსტები.

პოსტები უკვე წაშლილია, იანისმა კი ბოდიში თავისი ძმის, კოსტას ანტეტოკუნმპოს არხიდან მოიხადა. “ის ყველაფერი, რაც ჰაკერებმა დაპოსტეს, უკიდურესი საზიზღრობაა,” - დაწერა Greek Freak-მა.

იანისმა უკვე აღადგინა ტვიტერის გვერდი და პირველი პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: "მოგესალმებით ყველას! დავბრუნდი. პოსტები და ტვიტები, რომლებიც გავრცელდა, აბსოლუტურად მიუღებელი და გულის ამრევია. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რომ ამ საზიზღარ პოსტებში მოიხსენიეს ბაქსი, კრისი, ლებრონი, კარის ოჯახი. განსაკუთრებით კი ვწუხვარ კობი ბრაიანტის ოჯახის გამო..."

გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები