Thumbnail

ევროც და ტურ დე ფრანსიც - კოპენჰაგენი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი მზადაა, ევრო 2020-ის მატჩებს უმასპინძლობს. მას მერე, რაც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი მომდევნო წლისთვის გადაიდო, კოპენჰაგენის მასპინძლობის საკითხი საეჭვო გახდა, რადგან დროში ის ტურ დე ფრანსის ერთ-ერთ ეტაპს ემთხვევა. 

2021 წლის 2 ივლისს ტურ დე ფრანსი სტარტს სწორედ კოპენჰაგენიდან აიღებს, დანიის დედაქალაქმა კი "პარკენზე" ევროს 4 შეხვედრას უნდა უმასპინძლოს, მათ შორის დანიის ნაკრების ჯგუფის სამ მატჩს. 

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც უეფას 12 წევრი ასოციაციის 12 ქალაქში უნდა ჩატარდეს, 2021 წლის 11 ივნისს უნდა დაიწყოს და 11 ივლისს დასრულდეს. მიუხედავად ამისა, უეფამ ტურნირს სახელწოდება შეუნარჩუნა - ევრო 2020.

დანია B ჯგუფში ბელგიის, ფინეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად გამოდის. ჯგუფურ ეტაპზე დანიელთა შეხვედრებს კოპენჰაგენმა "პარკენზე" უნდა უმასპინძლოს.

კონტინენტის რიგით მე-16 პირველობის ფინალური სტადიის მონაწილე 20 ნაკრები უკვე ცნობილია და ჯგუფებიც დაკომპლექტებულია (არასრულად). კიდევ 4 საგზურისთვის ბრძოლას 16 ნაკრები, მათ შორის საქართველოც აგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები