Thumbnail

ენტონი ჯოშუა შემდეგ ბრძოლას უძველეს რომაულ ამფითეატრში გამართავს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯოშუა სავარაუდოდ ხორვატიაში იჩხუბებს
  • კუბრატ პულევთან ბრძოლა 20 ივნისს ლონდონში უნდა შემდგარიყო

ენტონი ჯოშუას შემდეგ ბრძოლა რომაულ ამფითეატრში ჩატარდება, კერძოდ კი ხორვატიის ქალაქ პულაში სადაც ბრიტანელი ბულგარელ კუბრატ პულევს დაუპირისპირდება.

30 წლის ჯოშუა, რომელიც პულევის წინააღმდეგ IBF, WBA, WBO ქამრებს იცავს, ბულგარელს 20 ივნისს ლონდონში, ტოტენჰემ ჰოთსპურის სტადიონზე უნდა შეხვედროდა, თუმცა ბრძოლა გადაიდო.

მას შემდეგ ალტერნატიულ ლოკაციებს ეძებენ, პულევის მენეჯერი ივაილო გოცევი ამბობს, რომ პულა რეალური ვარიანტია "პულას განვიხილავთ, სადაც უძველესი რომაული ამფითეათრი დგას... მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს." ბრძოლა სავარაუდოდ სექტემბერში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები