Thumbnail
  • NBA-ს კლუბების ფანების ყველაზე საძულველი მოთამაშეები
  • ლებრონ ჯეიმსი NBA-ს 7 გუნდის ფანებს ყველაზე მეტად სძულთ

NBA მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ლიგაა, სადაც ფანებს დიდი სიყვარულით უყვართ თავიანთი გუნდები, ვარსკვლავები და ლეგენდები. ამავე დროს, მათ არ უყვართ მეტოქე გუნდები, მათი მოთამაშეები, ფანები... მათ შორის კი ერთი რომელიმე მოთამაშე გამორჩეულად სძულთ. 

კავაიმ მძიმე ტრავმა ზაზასთან ორთაბრძოლაში მიიღო

Fadeaway World-მა დაადგინა ასოციაციის 30-ვე კლუბის ფანების ყველაზე საძულველი მოთამაშე. "ცუდს რად უნდა მტრობას" პრინციპით - ყველაზე მეტი "ჰეითერი" ლებრონ ჯეიმსს ჰყავს - 7 კლუბის ფანებმა ის ყველაზე საძულველ მოთამაშედ დაასახელეს, მას ბევრად არც ჯეიმს ჰარდენი ჩამორჩება.

გამოცემაც აღნიშნავს, რომ სან ანტონიოს ფანებს შორის ბევრი ელოდა, რომ მათი ყველაზე საძულველი მოთამაშე ზაზა ფაჩულია იქნებოდა - 2017 წლის დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი მატჩის შემდეგ ამ კლუბის ფანებს მართლაც დიდი ანტიპათია აქვთ ქართველი ცენტრის მიმართ. 

მაშინ კავაი ლეონარდისა და ზაზას ორთაბრძოლა, პირველის მძიმე ტრავმით დასრულდა, კავაი ცუდად დახტა და კარგა ხანს თამაში ვერ შეძლო, ამერიკაში ბევრს მიაჩნდა, რომ ამას ხელი ზაზამ შეუწყო, თუმცა NBA-მ ოფიციალურად ზაზა არ დასაჯა. ერთი ეგაა, წესში შემდეგ ცვლილება შეიტანეს (არაოფიციალურად ამ წესს "ზაზას წესი" ეწოდა), ახლა ამ ფოლზე მსაჯებს განზრახ ან ტექნიკური შენიშვნის მიცემა შეუძლიათ.

📺 ზაზა V კავაი. 2017 წლის კონფერენციის ფინალი

არადა, აღმოჩნდა, რომ სან ანტონიოს ფანებს ზაზაზე მეტად... თავად კავაი ლეონარდი სძულთ! ზაზასთან ინციდენტის შემდეგ ბევრი ფანი კავაის მშიშარასა და ნაზსაც უწოდებდა. კავაის არც ის მოეწონა, როგორ არ დაიცვეს ის ინციდენტში თანაგუნდელებმა და სან ანტონიოს ტრეიდის განხორციელება აიძულა. ლეონარდი ტორონტოში NBA-ს ჩემპიონი გახდა, სან ანტონიო კი მისი წასვლის მერე ერთხელაც არ ყოფილა ტიტულისთვის მებრძოლი გუნდი.

ფანების ყველაზე საძულველი მოთამაშეები

ატლანტა - ლებრონ ჯეიმსი
ბოსტონი - ლებრონ ჯეიმსი
ბრუკლინი - ბენ სიმონსი
შარლოტი - ლებრონ ჯეიმსი
ჩიკაგო - ლებრონ ჯეიმსი
კლივლენდი - კელი ოლენიკი
დალასი - რაჟან რონდო
დენვერი - ჯოელ ემბიიდი
დეტროიტი - ჯოელ ემბიიდი
გოლდენ სტეიტი - ლებრონ ჯეიმსი
ჰიუსტონი - დრეიმონდ გრინი
ინდიანა - პოლ ჯორჯი
კლიპერსი - ჯეიმს ჰარდენი
ლეიკერსი - პატრიკ ბევერლი
მემფისი - რასელ უესტბრუკი
მაიამი - მაიკლ ბიზლი
მილუოკი - ჯეიმს ჰარდენი
მინესოტა - ჯიმი ბატლერი
ნიუ ორლეანი - ენტონი დევისი
ნიკსი - კრისტაპს პორზინგისი
ოკლაჰომა - კევინ დურანტი
ორლანდო - დუაიტ ჰოვარდი
ფილადელფია - კარლ-ენტონი ტაუნსი
ფინიქსი - მარკიფ მორისი
პორტლენდი - რასელ უესტბრუკი
საკრამენტო - ლებრონ ჯეიმსი
სან ანტონიო - კავაი ლეონარდი
ტორორნტო - ლებრონ ჯეიმსი
იუტა - ჯეიმს ჰარდენი
ვაშინგტონი - მარცინ გორტატი

კომენტარები

ბოლო ამბები