Thumbnail
  • მადრიდის რეალმა ბელგიელი ედენ აზარი გასულ ზაფხულს დაიმატა
  • მას პირველი სეზონი 'სამეფო კლუბში' არ გამოუვიდა 

ხანგრძლივი ინტერესის შემდეგ, მადრიდის რეალმა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პეიოდში ლონდონის ჩელსიდან 100 მილიონ ევროდ ედენ აზარი დაიმატა. ბელგიელისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა პირველი სეზონი მას ცუდი გამოუვიდა.

რთული სეზონის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია: პირველ რიგში ტრავმიანობა. ედენი ესპანურ კლუბში რამდენჯერმე დაშავდა, რის გამოც ფორმაში შესვლას ვერ ასწრებდა და თამაშების გამოტოვება უწევდა.

ედენ აზარი 2019/20 წლების სეზონში: 10 მატჩი, 1 გოლი

ბელგიელმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში მხოლოდ 10 შეხვედრა გამართა, სადაც მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. 100-მილიონიანი მოთამაშისგან კი ბევრად მეტს ელიან.

ბელგიელის მადრიდულ კარიერაზე ყოფილმა თანაგუნდელმა სესკ ფაბრეგასმა ისაუბრა. ესპანელს სჯერა, რომ რთული პირველი სეზონის შემდეგ აზარი ფორმას აღიდგენს და იგი მადრიდის რეალში წარმატებული მოთამაშე იქნება, რომელიც ბევრად უკეთ ათამაშდება.

"მან მადრიდში რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა, მაგამ ზოგჯერ იგი სუსტად გამოიყურებოდა. აზარი ყოველთვის ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც სეზონის დაწყება უჭირდა, თუმცა მგონია, რომ მას მადრიდში დიდი მომავალი აქვს", - განაცხადა ფაბრეგასმა.

კომენტარები

ბოლო ამბები