Thumbnail

'მრავალმხრივი მოთამაშეა და ეს ფასს მატებს' - გიგიბერიასგან ბევრს ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ბურთს კარგად გრძნობს, არადა, ცენტრებისთვის მოქნილობა მთავარი პრობლემაა'
  • 18 წლის ქართველი ცენტრი ჯორჯია ტექის სასტარტო კალათბურთელად მოიაზრება

ამერიკულმა 247sports-მა იმ არაამერიკელი კალათბურთელების შესახებ ისაუბრა, რომლებიც 2020 წლიდან NCAA-ს გუნდების ღირსებას დაიცავენ და ამავდროულად, დიდი პერსპექტივაც აქვთ. სასიხარულოა, რომ მათ შორის ჯორჯია ტექის (ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) 18 წლის ქართველი ახალწვეული საბა გიგიბერიაც მოხვდა.

საბა გიგიბერია

ჯორჯია ტექის ახალბედა კალათბურთელი ტალანტის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მას ცენტრის პოზიციისთვის ძალიან კარგი მონაცემები გააჩნია, განიერი მხრები აქვს და მინუსი ის თუა, რომ ძალიან გამხდარია, ამდენად, უნდა მოიმატოს, რომ შესაბამისი სხეული ჰქონდეს. საბას ფასს ის მატებს, რომ მრავალმხრივი მოთამაშეა, განსაკუთრებით - შეტევაში. ტექნიკურობის ხარჯზე, ბურთს კარგად გრძნობს, არადა, ცენტრებისთვის მოქნილობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გიგიბერიას თამამად შეუძლია ფარქვეშ თავის მეურვეზე წავიდეს, თუ არადა, ნაბიჯი უკან გააკეთოს და ფარს საშუალო მანძილიდან შეუტიოს. ქართველი კალათბურთელის მთავარი მიზანი ფიზიკური კუთხით მომატება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიგაში მნიშვნელოვან პოზიციებზე გასვლა გაუჭირდება.

216 სანტიმეტრი სიმაღლის ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა NCAA-ს ერთ-ერთ ცნობილ კლუბთან კონტრაქტს ხელი 1 თვის წინ მოაწერა, თუმცა, ის, რომ ჩვენებური “ყვითელი ჟაკეტების” წევრი გახდებოდა, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გადაწყდა. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიგიბერიას სადებიუტო სეზონი ელის, მას უკვე, ჯორჯიელთა სასტარტო ცენტრად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ საბა ორი წლის განმავლობაში პროლიფიკ პრეპ აკადემიის უმაღლესი სკოლის გუნდში თამაშობდა. 2019/20 წლების სეზონში მისი საშუალო მონაგარი 8.5 ქულას, 6.0 მოხსნა და 1.5 დაფარება იყო. გიგიბერიას საქართველოს U16 და U18 წლამდე ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები