Thumbnail

'სხვები ფერარით დადიოდნენ, ზიზუ კი ფიატით' - ვან დერ სარმა იუვენტუსი გაიხსენა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჰოლანდიელმა მეკარემ იუვენტუსში გატარებული წლები გაიხსენა
  • ედვინ ვან დერ სარი ტურინულ გუნდში 1999-2001 წლებში ასპარეზობდა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა იუვენტუსში გატარებული წლები გაიხსენა და ზინედინ ზიდანზე გაამახვილა ყურადღება. ისინი ტურინულ გრანდში ერთად 1999-2001 წლებში თამაშობდნენ.

'ზიდანს ჰქონდა მოულოდნელი აფეთქებები, რის გამოც წითელ ბარათებს იღებდა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ამას პატიობდნენ'

“მე უბრალო ადამიანი ვარ და თუ განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს, სპორტულ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. ამიტომ, იტალიაში უცხოდ ვგრძნობდი თავს. ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ვარჯიშზე მისვლა ფერარით და გასახდელში შესვლა 'დოლჩე და გაბანას' სამოსით. მაგრამ ეს იტალიელებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. სამაგიერიდ, ყველასგან გამოირჩეოდა ზინედინ ზიდანი, რომელიც ბაზაზე ყოველთვის ფიატით მოდიოდა, ხშირად ეცვა უბრალო ჯინსი და თეთრი მაისურა. ამიტომ, პირველად სწორედ მასთან მომინდა ურთიერთობის დამყარება. თუმცა ზიზუ მხოლოდ ფრანგულად და იტალიურად საუბრობდა, მე კი ჰოლანდიურს და ინგლისურს ვფლობდი. ამიტომ კომუნიკაცია გვიჭირდა. ზიდანს ჰქონდა თავისი ბნელი მხარე, მოულოდნელი აფეთქებები, რის გამოც წითელ ბარათებს იღებდა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ამას პატიობდნენ,” - ასე გაიხსენა ზიდანი და ტურინული პერიოდი ედვინ ვან დერ სარმა.

წაიკითხეზიდანზე ყველა გიჟდებოდა, მონტერო საშიში იყო - ანჩელოტის ტურინული მოგონებები

 

კომენტარები

ბოლო ამბები