Thumbnail

იცოდით? დიმიტრი იაშვილი ჩემპიონთა თასის რეკორდსმენია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩემპიონთა თასის ოფიციალურმა გვერდმა დიმიტრი იაშვილის სტატისტიკა გაიხსენა
  • იაშვილს ფრანგი მორაგბეებიდან ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი ქულა აქვს

რაგბის ჩემპიონთა თასის ოფიციალურმა გვერდმა დიმიტრი იაშვილის სტატისტიკა გაიხსენა. გვერდი წერს, რომ იაშვილი საფრანგეთის სარაგბო ლიგიდან და ფრანგი მორაგბეებიდან საუკეთესო მექულეა ჩემპიონთა თასის ისტორიაში.

📋 მეტი დიმიტრი იაშვილზე:

იაშვილს 661 ქულა აქვს და ყველა ბიარიცის მაისურით მოიპოვა. დიმიტრის მხოლოდ ორი მორაგბე უსწრებს: რონან ო'ჰარა - 1365 ქულა და სტეფენ ჯონსი - 869 ქულა. იაშვილი ფრანგულ ბიარიცში 12 წლის განმავლობაში თამაშობდა. მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 60 მატჩის აქვს ჩატარებული.

დიმიტრი იაშვილის ბაბუა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საცხოვრებლად საფრანგეთში წავიდა. მისი შვილი მიშელ იაშვილი საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, სადაც 47 შეხვედრა ჩაატარა და 1968 წელს ხუთ ერში დიდი სლემის გამარჯვებულიც გახდა.

    კომენტარები

    ბოლო ამბები