Thumbnail

RMC Sport იუწყება, რომ უეფამ უკვე დაადგინა ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საპასუხო მერვედფინალის გამართვის სავარაუდო თარიღი...

უეფა ტურინის იუვენტუსისა და ლიონის 1/8 ფინალურ მატჩს სავარაუდოდ, 8 აგვისტოს გამართავს. თამაში ტურინში დიდი ალბათობით, ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველ დაპირისპირებაში ფრანგულმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა, საპასუხო მატჩი კი კორონავირუსის პანდემიის გამო დროულად ვეღარ გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში უკვე გავიდნენ: ატალანტა, ლაიპციგი, პარი სენ-ჟერმენი და ატლეტიკო. 4 წყვილში კი საპასუხო მატჩები ჯერ არ გამართულა: იუვენტუსი-ლიონი (0:1), სიტი-რეალი (2:1), იუვენტუსი-ლიონი (0:1) და ბარსელონა-ნაპოლი (1:1). 

1/4 ფინალები 10 აგვისტოს მერე გაიმართება, ფორმატი ჯერ ცნობილი არ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები