Thumbnail
  • 21 წლის გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში პირველი გოლი გაიტანა.
  • გიოტებოტგი შვედეთის ჩემპიონატის დაწყებისთვის ემზადება.
  • ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელმა შეაქო.

შვედეთის პირველობისთვის მზადებას განაგრძობს გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგი, რომელმაც 3:0 მოუგო ამხანაგურ მატჩში ბრომაპოიკარნას.

ქართველი ახალწვეული შესვენების შემდეგ გამოჩნდა გუნდში და 86-ე წუთზე მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს ხარაიშვილის პირველი გოლია გიოტებორგის შემადგენლობაში, რომლის ოფიციალური დებიუტიც "სვენსკა კაპზე" რამდენიმე დღის წინათ შედგა.

"გიორგი დრო და დრო, ფეთქებად ფეხბურთს გვთავაზობს. ის ჭკვიანი ფეხბურთელია, კარგი პასები და შესანიშნავი მარჯვენა ფეხი აქვს. კარგია, რომ მან გოლის გატანა შეძლო", - განაცხადა "გიოტებორგის" ირანული წარმოშობის მწვრთნელმა პოია ასბაღიმ. 

შვედეთის ელიტის (ოლსვენსკანი) ჩემპიონატი სტარტს 1-ელ აპრილს აიღებს. გიოტებორგი ტრელებორგს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები