Thumbnail
  • ტვენტემ ვარჯიში განაახლა
  • ჰოლანდიური მედია: აბურჯანია ერთი სეზონით რჩება

ჰოლანდიური ერედივიზიეს ბოლო სეზონის გაუქმების მიუხედავად, გიორგი აბურჯანიას ტვენტემ ვარჯიში განაახლა. სხვებთან ერთად, გარკვეული შეზღუდვების დაცვით, ვარჯიში ქართველმა ნახევარმცველმაც განაახლა.

ტვენტეს ვარჯიშზე დისტანციას იცავენ

ტვენტე ოფიციალურად დაემშვიდობა რამდენიმე იჯარით აყვანილ მოთამაშეს. ასევე გამოცხადდა, რომ ორიოლ ბუსკეტსს ბარსელონა დაიბრუნებს და ახლა გერმანიაში გაანათხოვრებს. 

VoetbalPrimeur წერს, რომ იაპონელი კეიტო ნაკამურასა (გამბა ოსაკა) და გიორგი აბურჯანიას (სევილია) საკითხი დადებითად გადაწყდა, ისინი კიდევ ერთი სეზონით რჩებიან ჰოლანდიურ კლუბში. 

შეგახსენებთ, რომ 25 წლის აბურჯანია სევილიას საკუთრებაა, თუმცა მთავარ გუნდში ერთი წუთიც არ უთამაშია. 2016 წლის აგვისტოში აბურჯანია სევილიამ ხიმნასტიკიდან 1.8 მილიონ ევროდ შეიძინა. ის ლუგოში (იჯარით) და სევილიას სარეზერვო გუნდში თამაშობდა. ბოლო დროს მისი მომავალი ბერნძულ პანათინაიკოსს დაუკავშირეს.  

კომენტარები

ბოლო ამბები