Thumbnail

NBA-ს კლუბებს საწვრთნელი ბაზების გახსნის ნებას რთავენ - ეს ყველას არ მოსწონს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ამერიკის ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ კლუბებს შეატყობინა, რომ იმ შტატებში, სადაც ხელისუფლება თვითიზოლაციის რეჟიმს ამსუბუქებს, საწვრთნელი ცენტრების გახსნა შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ The New York Times-ის ინსაიდერი მარკ სტეინი იუწყება, რომლის ცნობით, ეს 8 მაისიდან მოხდება.

📋 მეტი ამ თემაზე:

საინტერესოა, რომ საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადება NBA-ს ყველა მოთამაშეს არ სურს. ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტი ბრაიან უინდჰორსტი იუწყება: 

"ამ დილით დავუკავშირდი ორ გუნდს, რომლებიც იმ შტატებში არიან ბაზირებულნი, სადაც თვითიზოლაციის რეჟიმი შემსუბუქდა. მათ არ სურთ თავიანთი საწვრთნელი ცენტრების 8 მაისს გახსნა. კიდევ ერთმა კლუბმა თავისი მოთამაშეები გასულ კვირას გამოკითხა და აღმოჩნდა, რომ ისინი ბაზების გახსნას ეწინააღმდეგეებიან".

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი 11 მარტს, მას შემდეგ შეჩერდა, რაც კორონავირუსი იუტა ჯაზის ფრანგ ცენტრს რუდი გობერს გამოუვლინდა. მოგვიანებით ვირუსული ინფექცია ლიგის კიდევ არაერთ მოთამაშეს აღმოანჩდა, მათ შორის, ბრუკლინ ნეტსის ფორვარდს კევინ დურანტს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვით. ქვეყანაში 1,2 მილიონზე მეტი ინფიცირებულია, დაფიქსირდა 72 ათასზე მეტი ლეთალური შემთხვევა, 165 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები