Thumbnail
  • ოქროს ნაგვის ურნას სერია A-ს სეზონის ყველაზე ცუდ მოთამაშეს ეკუთვნის
  • ეს 'ჯილდო' რამდენიმე განსაკუთრებულ ფეხბურთელს აქვს მოგებული

'ოქროს ნაგვის ურნას' (Bidone d’Oro) სერია A-ს სეზონის ყველაზე ცუდ მოთამაშეს 2003 წლიდან აძლევდნენ. სიაში ისეთი ფეხბურთელები არიან, რომელთა იქ ნახვა ბევრს გაუკვირდება. ცხადია, იმ სეზონში მათზე უარესად ალბათ ბევრმა ითამაშა, მაგრამ 'ოქროს ნაგვის ურნის' მისაღებად მთავარი ის არის, თუ ვინ გაუცრუა იმედები ფანებს ყველაზე მეტად.

რივალდო (2003)

ამ 'ჯილდოს' პირველი მფლობელი რივალდოა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მაშინ მილანის ღირსებას იცავდა. მან ალ-საად კადაფის (იმ კადაფის ვაჟი) აჯობა, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში პერუჯას რიგებში მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა ნათამაშები. არადა, ამ ‘სანუკვარ ჯილდომდე' რივალდოს 4 წლით ადრე, 1999 წელს მოგებული ჰქონდა ოქროს ბურთი და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ალბათ ხვდებით, რომელი ჯილდოებით ამაყობს ბრაზილიელი...

2004 წელს ეს წოდება იუვენტუსის მცველმა ნიკოლა ლეგროტალიემ დაიმსახურა. მართალია, ის ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელია, მაგრამ 2004 წლამდე უნიჭიერეს მცველად მიიჩნეოდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

კრისტიან ვიერი (2005)

ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელიც ინტერმა 2005 წელს მილანში გაუშვა, თუმცა 'როსონერიში' ბობოს კარიერა ვერ აეწყო. მან იმ წელს ჩემპიონატის მხოლოდ 3 შეხვედრაში დაიწყო თამაში ძირითადი შემადგენლობიდან და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. 

ადრიანო (2006, 2007)

ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელსაც დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. საწყის წლებში ადრიანო ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მაღალ დონეზეც თამაშობდა. შემდეგ ნელნელა მოუკლო იმ დონეზე მივიდა, რომ ზედიზედ ორჯერ დაასახელეს სერია A-ს ყველაზე ცუდ მოთამაშედ.

რიკარდო კვარეშმა (2008)

2008 წელს რიკარდო პორტუდან ინტერში აღმოჩნდა. პორტუგალიელს იტალიაში თამაში არ წაუვიდა. კვარეშმა მილანური გუნდის რიგებში ძალიან ცოტას თამაშობდა და 'ოქროს ნაგვის ურნაც' დაიმსახურა.

ფელიპე მელო (2009)

იუვენტუსმა ფელიპე მელო 2009 წელს ფიორენტინადან დაიმატა და ტურინში მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ. სინამდვილეში იუვემ მელოს სახით ბრაზილიელი როი კინი დაიმატა - ოღონდ, ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობების გამოკლებით. ფელიპეს ტურინში არაფერი გამოუვიდა და 2011 წელს გალათასარაის მიაშურა.

ადრიანო (2010)

ისევ ადრიანო, რომელიც 2010 წელს ფლამენგოდან სერია A-ში დაბრუნდა. იგი რომას ღირსებას იცავდა, თუმცა დაბრუნება, მოლოდინისამებრ, შთამბეჭდავი არ გამოვიდა. ერთადერთო ჰეთ-თრიკი, რომელიც ბრაზილიელმა ამ წელს შეასრულა, 'ოქროს ნაგვის ურნის' მესამედ მოგება იყო.

დიეგო მილიტო (2011)

ინტერის 2009/10 წლების ერთ-ერთი გამორჩეული და მთავარი მოთამაშე, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდში უმაღლეს დონეზე თამაშობდა. დიეგო მილიტოს შემდეგი სეზონი რადიკალურად განსხვავებული გამოუვიდა. ტრავმის გამო მან ჩემპიონატში მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო და 'ოქროს ნაგვის ურნის' პრიზიორიც გახდა.

ალეშანდრე პატო (2012)

კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტი, რომელმაც ის ფეხბურთი ვერ ითამაშა, რომელსაც მისგან ელოდნენ. ფორვარდის მიერ სამ წელიწადში გატანილი 1 გოლი ნიშნავს, რომ იგი ჯილდოს ღირსეული გამარჯვებული იყო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

 

კომენტარები

ბოლო ამბები