Thumbnail

'ქართველებს რაგბი უყვართ' - ინგლისელი არბიტრი თბილისურ მატჩს იხსენებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Telegraph-მა ინგლისური პრემიერშიპის არბიტრ ტომ ფოლისთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ერთი კითხვა საქართველოს ნაკრებს შეეხებოდა. 

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა, 6 ლელო გაუტანა და 41:13 გაიმარჯვა. ამ შეხვედრას სწორედ ინგლისელი მსაჯი სჯიდა. შეხვედრას დაახლოებით 20 ათასი მაყურებელი დაესწრო. 

ტომ ფოლი

Telegraph: დაბოლოს, სანამ 2019/20 წლების სეზონი პანდემიის გამო, შეწყდებოდა თქვენ მეხუთე ტესტი გქონდათ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის. როგორი კმაყოფილი დარჩით?

ტომ ფოლი: ვფიქრობ, პრემიერშიპში ძლიერი მსაჯები გვყავს, რომლებიც ინგლისის გარდა მთელს ევროპაში არიან ცნობილები. კარგია, როცა ყველაფერი კარგად მიდის, ბოლო სეზონის პირველი ნახევარიც ასეთი იყო. დარწმუნებული ვარ, როგორც კი მოედნებს დავუბრუნდებით, ეს პოზიტივიც აღდგება. 

Telegraph: როგორი ატმოსფერო იყო თბილისში მატჩზე?

ტომ ფოლი: ქართველებს უყვართ რაგბი და სტადიონზეც საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. მათ ძალიან ახალისებდათ მოლებისა და შერკინებების ყურება, რაც საკმაოდ საინტერესოა. თუმცა ეს დიდებული მატჩი იყო, ჩემთვისაც დიდი გამოცდილება საერთაშორისო დონეზე. იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი ტესტმატჩის განსჯა მომიწევს მომავალში. 

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის დასრულება კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა "ბორჯღალოსნებს" ჩემპიონის ტიტული უკვე გარანტირებული აქვთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები