Thumbnail

'ფერგიუსონი ალბათ ცხვირს გამიტეხავს, მაგრამ UFC გადაიხდის' - გეიჯის მოლოდინი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 9 მაისს, UFC 249-ის ტურნირში ჯასტინ გეიჯი და ტონი ფერგიუსონი იბრძოლებენ
  • მომავალი დაპირისპირების წინ ჯასტინ გეიჯიმ თავის უცნაურ მოლოდინზე ისაუბრა

შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ, UFC 249-ის ტურნირში, ტონი ფერგიუსონთან გასამართი ბრძოლის წინ თავის უცნაურ მოლოდინზე ისაუბრა.

"ველოდები, რომ ფერგიუსონი ცხვირს გამიტეხავს, მაგრამ ამისთვის UFC გაამიხდის და ამიტომ, არ ვნერვიულობ. იმისათვის, რომ იჩხუბო ისეთ ვინმესთან, როგორიც ტონია, საჭიროა მენტალურად განეწყო. ისე არაა, რომ მიდიხარ იქ და მორალურად მზად ხარ. ასე რომ, მოსამზადებლად ეს დამატებითი დრო საჭირო იყო და მიხარია, რომ მივიღე ის.

ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენთვის, როგორც სპორტსმენებითვის, რადგან შეგვეძლება ადამიანები გავახაროთ. მე პირადად არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს", - ამბობს გეიჯი.

ფერგიუსონი-გეიჯის ბრძოლა უმაყურებლოდ ჩატარდება

შეგახსენებთ, რომ ტურნირი UFC 249 აშშ-ში, ქალაქ ჯექსონვილში 9 მაისს (აშშ-ის დროით) დაიგეგმა. შოუს მთავარი მოვლენა მსუბუქ წონაში ჩემპიონის დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა იქნება, რომელშიც ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდებიან.

თავდაპირველად UFC 249 დაგეგმილი 18 აპრილს იყო, მაგრამ ტურნირის გადადება საჭირო კორონავირუსის პანდემიის გამო გახდა. ფერგიუსონთან ხაბიბ ნურმაგომედოვს უნდა ეჩხუბა,  მაგრამ რუსმა მებროლმა პანდემიის პერიოდში აშშ-ში გამგზავრებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები