Thumbnail

TOP 5 | ყველა დროის საუკეთესო მორაგბეები მილტონ ჰეიგის აზრით

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ამჟამად იაპონიაშია. პოპსპორტმა ახალზელანდიელ მწვრთნელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან იაპონურ ცხოვრებაზე, ქართული რაგბის განვითარებასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ჰეიგს ყველა დროის ხუთი საუკეთესო მორაგბის დასახელებაც ვთხოვეთ. ახალზელანდიელმა მწვრთნელმა რჩეულ ხუთეულში 4 თანამემამულე მორაგბე შეიყვანა.

მილტონ ჰეიგის TOP 5

სერ კოლინ მეიდსი - პირველი მორაგბე, რომელსაც ჩემს ხუთეულში შევიყვან, სერ კოლინ მეიდსია. ის 60-70-იან წლებში თამაშობდა. 5 წლის წინ თავისი დეკადის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.

სერ მალკოლმ ჯონსი - კიდევ ერთი მორაგბე ახალი ზელანდიიდან. ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, რადგანაც 7 ნომრად დაიწყო თამაში, რის შემდეგაც 6 და 8 ნომერზეც ასეთივე წარმატებით ითამაშა, რაც საკმაოდ იშვიათია.

რიჩი მაკქოუ - მისი რეკორდი ჩემთვის გამორჩეულია. (მაკქოუს ოლ ბლექსში 148 მატჩი აქვს ჩატარებული)

რიჩიმ 2011 წელს მსოფლიო თასი მოიგო

დენ კარტერი - კარტერის რეკორდიც ყველაფერზე მეტყველებს. (დენს ეროვნულ ნაკრებში 1598 ქულა აქვს დაგროვილი, რითიც ოლ ბლექსის საუკეთესო მექულეა).

გარეთ ედვარდსი - კიდევ ერთი საუკეთესო მორაგბე, რომელიც უელსის ნაკრებში, ბრიტანელ ლომებში და ბარბაროსებში თამაშობდა. 9 ნომერი, რომელსაც ყოველთვის მაღალ შეფასებას ვაძლევდი.

კომენტარები

ბოლო ამბები