Thumbnail

‘ხაბიბი დაუჯერებლად მდიდარია’ - UFC-ის პრეზიდენტმა ნურმაგომედოვზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დანა უაითმა ხაბიბისა და კონორის შესაძლო რევანშზე ისაუბრა
  • UFC-ის პრეზიდენტის თქმით, ნურმაგომედოვს ფული არ აინტერესებს

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მსუბუქ წონაში მოქმედ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. მისი თქმით, ხაბიბს იმდენი ფული აქვს, რომ მისი კონორ მაკგრეგორთან რევანშის დათანხმებაზე ძალიან ძნელია.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში გამართულ ბრძოლაში ნურმაგომედოვმა მაკგრეგორი დაამარცხა. 31 წლის ირლანდიელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რევანშის სურვილი აქვს, მაგრამ ხაბიბი ყოველთვის პასუხობდა, რომ მასთან ბრძოლის ჩატარების სპორტული ინტერესი არ აქვს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ნურმაგომედოვის დათანხმება ბევრი ფულის შეთავაზებით, დანა უაითმა YouTube-ის არხ Menace and The Man Show-ს ასე უპასუხა: “საქმე ისაა, რომ ადამიანებს ერთი რამ არ ესმით: ხაბიბი დაუჯერებლად მდიდარია. მას ფული არ სჭირდება!”

კომენტარები

ბოლო ამბები