Thumbnail

უარი 100 მილიონზე - ნეიმარი ბარსელონაში ნახევარ ხელფასზეც თანახმაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბრაზილიელი ფორვარდი პარიზში დარჩენას აღარ აპირებს
  • 28 წლის ნეიმარი ბარსელონაში 2013-17 წლებში თამაშობდა

ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა უარი თქვა პარიზელთა გულუხვ შეთავაზებაზე და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ბარსელონაში დაბრუნდეს. ამის თაობაზე დეტალებს Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ირკვევა, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ნეიმარს კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში მხოლოდ ბონუსის სახით 100 მილიონ ევროს პირდებოდა, თუმცა, ბრაზილიელი ვარსკვლავის გული ვერ მოიგო.

მეტიც, 28 წლის ფეხბურთელი მზადაა ხელფასის განახევრებაზეც დათანხმდეს, ოღონდ კი, კვლავაც კატალონიური გრანდის მაისური მოირგოს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარსელონადან პსჟ-ში 2017 წელს გადაბარგდა და მაშინ მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო იქნა გადახდილი.

ბოლო პერიოდია, ბრაზილიელის კატალონიაში დაბრუნების შესახებ ბევრი იწერება, მის მსურველთა შორის კი, მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსიც ფიგურირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები