Thumbnail
  • ESPN-მა ნორვეგიელ ტალანტს ლეოსა და კრიშტიანოს შედარება სთხოვა
  • ჰაალანდი მომავალი წლების შესაძლო საუკეთესო მეგოლედ მიიჩნევა

დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელმა ტალანტმა ერლინგ ჰაალანდმა ინტერვიუ ESPN-ს მისცა და მათ შორის კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა. საბოლოოდ, ჰაალანდს მათი შედარებაც სთხოვეს და აი, პასუხიც:

“მესი თუ რონალდო? ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა”. და ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს 2025 წელს? მესი!”.

ცხადია, ნორვეგიელმა ეს ნახევრად ხუმრობით თქვა (მაშინ მესი უკვე 37 წლის იქნება), თუმცა, მისი პასუხი მაინც უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ ის თავის კერპებად რონალდოსა და ზლატან იბრჰიმოვიჩს მიიჩნევს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, მესის აქტივში 6 “ოქროს ბურთია”. ლეოს პრესტიჟული ჯილდო 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში გადაეცა. კრიშტიანო მას ერთი ჯილდოთი ჩამორჩება – 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლები. 

ბოლო წლების განმავლობაში, არგენტინელი და პორტუგალიელი ფეხბურთელების ჰეგემონიის დარღვევა ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მოახერხა, რომელსაც “ოქროს ბურთი” 2018 წელს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ თავად ჰაალანდი, რომელიც დორტმუნდის ბორუსიაში გასული წლის ბოლოს გადავიდა და 11 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, მომავალი წლების შესაძლო საუკეთესო ბომბარდირად მიიჩნევა.

კომენტარები

ბოლო ამბები