Thumbnail
  • აიაქსის ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი დემჩენკომ ქართველი ლეგიონერები გაიხსენა
  • უკრაინელის თქმით, ქინქლაძე და არველაძე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ

მანჩესტერ სიტიში გატარებული 3-წლიანი პერიოდის შემდეგ, გიორგი ქინქლაძეს თავის გამოჩენის შანსი ამსტერდამის აიაქსში მიეცა, სადაც საქართველოს ნაკრებში მისი თანაგუნდელი შოთა არველაძე უკვე წარმატებით გამოდიოდა. სამწუხაროდ, შოთასგან განსხვავებით, ქინქლაძის ამსტერდამული კარიერია წარმატებული ვერ გამოვიდა.

გიორგი ქინქლაძე ამსტერდამის აიაქსში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა

წარსულში ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი დემჩენკომ, რომელიც აიაქსში ქართველების მისვლამდე, 1995 წელს აღმოჩნდა, ამსტერდამულ კლუბში გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის გამოჩენა გაიხსენა.

"ქინქი ინგლისიდან მოვიდა, სუპერმანქანა ჰყავდა, ცხოვრობდა სასტუმროში და პრაქტიკულად არავისთან ურთიერთობდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ მიიღო ის კოლექტივმა. არველაძემ კი ყველასთან სწრაფად იპოვა საერთო ენა, დაიწყო გოლების გატანა. გულღია, მხიარული ბიჭი იყო, დაიკავა ძირითადში ადგილი და შემდეგ აღარც დათმო", - ამბობს sportarena-სთან დემჩენკო, რომელსაც ვარსკვლავურ აიაქსში დამკვიდრება თავად არ გამოუვიდა.

შოთა არველაძემ ერედივიზიეს 156 მატჩში 91 გოლი გაიტანა

შოთა არველაძე ამსტერდამის აიაქსის ღირსებას 1997-2001 წლებში იცავდა, რომელთან ერთადაც ნიდერლანდების ჩემპიონი და თასის (2-ჯერ) მფლობელი გახდა. გიორგი ქინქლაძემ აიაქსში დამკვიდრება ვერ შეძლო, ერედივიზიეში სულ 12 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც იჯარით დერბი ქაუნთიში გადაბარგდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები