Thumbnail

‘რეფორმების მოლოდინში’ – რაგბის კავშირმა ბომონტს გამარჯვება მიულოცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართული მხარე ინგლისელის კონკურენტის ბანაკში იყო
  • ბილ ბომონტმა არჩევნებზე აგუსტინ პიშოს 5 ხმით აჯობა

საქართველოს რაგბის კავშირმა ინგლისელ ბილ ბომონტს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთხელ არჩევა მიულოცა. შესაბამისი განცხადება დღეს გავრცელდა.

“საქართველოს რაგბის კავშირი ულოცავს ბილ ბომონტს მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადით არჩევას და იმედოვნებს, რომ მომდევნო 4 წელიწადი იქნება წარმატებული რეფორმების განხორციელების პერიოდი“.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნები 27-30 აპრილს ელექტრონულად ჩატარდა, შედეგები კი გუშინ გამოცხადდა. როგორც გაირკვა, მოქმედმა პრეზიდენტმა ბომონტმა 28 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ, რომელსაც საქართველოც უჭერდა მხარს – 23.

სრულად, ხმები ასე განაწილდა:

ბილ ბომონტი – ექვსი ერი (18), რაგბი ევროპა (2), რაგბი აფრიკა (2), იაპონია (2), რაგბი ჩრდილოეთ ამერიკა (1), კანადა (1), ფიჯი (1), სამოა (1).

აგუსტინ პიშო – სანზაარი (ოთხი ერი, 12), რაგბი აზია (2), რაგბი სუდამერიკა (2), რაგბი ოკეანეთი (2), რაგბი ჩრდილოეთ ამერიკა (1), ურუგვაი (1), აშშ (1), საქართველო (1), რუმინეთი (1).

 

კომენტარები

ბოლო ამბები