Thumbnail

ვინ ვის მისცა ხმა მსოფლიო რაგბის არჩევნებზე - The Telegraph-ის ვერსია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მსოფლიო რაგბის თავმჯოდმარე 2024 წლამდე კვლავ ინგლისელი ბილ ბომონტი იქნება. მან აგუსტინ პიშოს არჩევნებში 28:23 მოუგო. 

ბრიტანულმა The Telegraph-მა საჯარო გახადა თუ 51 სუბიექტიდან ვინ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი. თავიდანვე ვიტყვით, რომ "ტელეგრაფის" მტკიცებით, საქართველოს ხმა აგუსტინ პიშოს ერგო. ასე რომ, არ დასტურდება ბრიტანულ ტაბლოიდებში გავრცელებული ხმები, თითქოს, საქართველო ხმას ინგლისელ ფუნქციონერს აძლევდა.

ბილ ბომონტის ხმები - 28

6 ერის ყველა ქვეყანა (3-3 ხმა) - სულ 18
რაგბი ევროპა - 2 
აფრიკა - 2
იაპონია - 2
კანადა - 1
ფიჯი - 1
სამოა - 1
ჩრდილო ამერიკა - 1

აგუსტინ პიშოს ხმები - 23

სანზაარის ხმები - სულ 12 ხმა
აზია - 2
სამხრეთი ამერიკა - 2
ოკეანეთი - 1
საქართველო - 1
ურუგვაი - 1
აშშ - 1
ჩრდილო ამერიკა - 1 ხმა
რუმინეთი - 1

კომენტარები

ბოლო ამბები