Thumbnail
  • სამხრეთაფრიკული რაგბის ლეგენდა გორგოძის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
  • ბრაიან ჰაბანას ემოციური სიტყვები მსოფლიო რაგბის პოსტზე

კორონავირუსის პანდემიის გამო, მამუკა გორგოძემ სარაგბო კარიერა ნაადრევად დაასრულა. მისი ყოფილი გუნდი მონპელიე ამ ფაქტს გამოეხმაურა. მათ მამუკას მადლობა ქართულად გადაუხადეს.

გორგოძის ყოფილმა თანაგუნდელმა, ბრაიან ჰაბანამ მსოფლიო რაგბის პოსტი გააზიარა და შემდეგი წარწერა დაურთო: ჩემთვის ეს პრივილეგია იყო, რომ შენი წარმოუდგენელი კარიერის ნაწილი ვყოფილიყავი, ნამდვილი ლეგენდა.

ასეთი სიტყვები დაწერა მამუკა გორგოძეზე ბრაიან ჰაბანამ, რომელიც სამხრეთაფრიკული რაგბის ლეგენდაა. ჰაბანამ მამუკასთან ერთად ტულონში ითამაშა. ბრაიანმი სუპერ რაგბის 2-გზის გამარჯვებულია, მას ასევე ევროპის ჩემპიონთა თასის 2-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო 2007 წელს სამხრეთ აფრიკასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჰაბანამ ამ მსოფლიო თასზე 8 ლელო დადო.

კომენტარები

ბოლო ამბები