Thumbnail

'ახლა არა' - აგუსტინ პიშომ არჩევნებში დამარცხება აღიარა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნებში ინგლისელმა სერ ბილ ბომონტმა 28:23 დაამარცხა არგენტინელი აგუსტინ პიშო და კიდევ ოთხი წლით დარჩა ორგანიზაციის სათავეში...

თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონული ფოსტით 26-30 აპრილს გაიმართა. გამარჯვებული 12 მაისს უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ გუშინ ორივე კანდიდატი შეთანხმდა, რომ დალოდება აღარ ღირდა. გამარჯვებულს ერთ-ერთი პირველმა თავად აგუსტინ პიშომ მიულოცა: 

Felicitaciones Bill/Congratulations Bill!!! No se dio. Gracias a todos!!!! De corazón / Not this time, thanks to all fo the support, from the bottom of my heart. #GlobalGame

Posted by Agustín Pichot on შაბათი, 02 მაისი, 2020

აგუსტინ პიშო: "გილოცავ ბილ. ახლა არა. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის". 

შეგახსენებთ, რომ 45 წლის აგუსტინ პიშო ბილ ბომონტის თანაშემწე (ვიცე-პრეზიდენტი) იყო მსოფლიო რაგბიში. ახლა მის თანამდებობას ფრანგი ბერნარ ლაპორტი დაიკავებს. პიშოს არგენტინის ნაკრებში 71 კეპი აქვს მოპოვებული. სარაგბო სამყაროში ის რეფორმატორის სახელით არის ცნობილი. არგენტინელი საქართველოს 6 ერის ტურნირზე მიღების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 

მისი განაცხადიდან ჩანს, რომ პიშო მომავალშიც აპირებს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას.

კომენტარები

ბოლო ამბები