Thumbnail

'მადლობა რაგბის დიდ ოჯახს ნდობისთვის' - მსოფლიო რაგბის ბოსი ისევ ბომონტია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგი ცნობილია
  • 4 წლის განმავლობაში სპორტის ამ სახეობას ისევ კონსერვატორული ძალა უხელმძღვანელებს

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე ისევ ძველია - ინგლისელმა სერ ბობ ბომონტმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა არგენტინელი აგუსტინ პიშო და კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას...

თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონული ფოსტით 26-30 აპრილს გაიმართა. გამარჯვებული 12 მაისს უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ გუშინ ორივე კანდიდატი შეთანხმდა, რომ დალოდება აღარ ღირდა. 68 წლის ბომონტმა პიშოს 28:23 აჯობა. 

ფრანგული რაგბის პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი მსოფლიო რაგბის ახალი ვიცე-პრეზიდენტია (პიშოს ნაცვლად). 

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიო რაგბის საბჭომ კიდევ ოთხი წლით მომცა მანდატი ვუხელმძღვანელო ორგანიზაციას. მადლობა მსოფლიო რაგბის ოჯახს ნდობისათვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს ოჯახს სრული მხარდაჭერისთვის. 

ბილ ბომონტი: მადლობა აგუსტინს ნამდვილი მეგობრობისთვის და ბოლო 4 წლის განმავლობაში თანადგომისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიყავით ამ არჩევნებზე, ბევრი საერთო იდეა გვაქვს და მე მას დიდ პატივს ვცემ. მისი წვლილი სპორტის ამ სახეობის განვითარებაში დიდია".

კომენტარები

ბოლო ამბები