Thumbnail
  • გოგა ბითაძე მეგა ბიმაქსის 21-ე საუკუნის ხუთეულშია
  • ფანებმა ხუთეულში ორი ცენტრი შეიყვანეს: გოგა და ნიკოლა იოკიჩი

ადრიატიკის საკალათბურთო ლიგამ (ABA) სერბული კლუბების, პარტიზანისა და მეგა ბიმაქსის საუკეთესო ხუთეულები დაასახელა. გამოკითხვა ფანებს შორის მიმდინარეობდა, რომელიც 30 აპრილს დასრულდა. მეგა ბიმაქსის ხუთეულში გოგა ბითაძეა

ფანებს პარტიზანისა და მეგა ბიმაქსის იდეალური სასტარტო შემადგენლობები უნდა დაესახელებინათ, მას მერე რაც ადრიატიკის ლიგა დაფუძნდა. ეს ტურნირი კი 19 წლის წინათ, 2001 წელს დაარსდა. 

მეგას ხუთეულში NBA-ს სამი მოთამაშე მოხვდა: გოგა ბითაძე, ნიკოლა იოკიჩი და ტიმოთი ლუვავუ-კაბარო. გუნდში არიან აგრეთვე ვასილიე მიჩიჩი და რადე ზაგორაცი. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის 2018/19 წლების სეზონის MVP გახდა 19.95 საშუალო კოეფიციენტით. გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტზე ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აიყვანა. 

პარტიზანის იდეალური ხუთეული ასეთია: ბო მაკკალები, ბოგდან ბოგდანოვიჩი, დევის ბერტანსი, იან ვესელი და ნიკოლა პეკოვიჩი. ასევე დასახელდა ზადარის, კრკა-ს, პრიმორსკესა და მორნარის ხუთეულები. 

აღსანიშნავია, რომ ადრიატიკის ლიგამ ცრვენა ზვეზდას ხუთეული პარასკევს გამოაქვეყნა, მომავალში კი ციბონასა და ოლიმპიას ხუთეულებსაც შემოგვთავაზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები