Thumbnail

'მივდივართ ამბიციური მიზნებისკენ' - პიშო საბოლოო შედეგების მოლოდინშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'ისეთი ხალხისგან მივიღე მხარდაჭერა, რომელთაგანაც გამხნევებას არ ველოდი'
  • მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება სოციალურ ქსელში

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. ინგლისელ ბილ ბომონტს კონკურენციას აგუსტინ პიშო უწევს, რომელმაც ხმის მიცემის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და იმ ქვეყნებს, რომლებმაც ნდობა მას გამოუცხადეს, მადლობა გადაუხადა

''ხმის მიცემა დასრულდა. ოფიციალურ შედეგებს 12 მაისს გავიგებთ. გულწრფელად ვამაყობ ამ რამდენიმე კვირით. დიახ, ვამაყობ. ვამაყობ, რომ ამ პერიოდში შევძელით მთლიანობის შენარჩუნება და გამჭვირვალობის გზით მივდივართ ჩვენი ამბიციური მიზნისკენ. ვამაყობ ჩემი ოჯახით, რომელიც ბოლომდე გამომყვა ამ გზაზე. ვამაყობ ჩემი გუნდითა და იმ ქვეყნებით, რომლებმაც მე წარმადგინეს და მხარი დამიჭირეს. ისეთი ხალხისგან მივიღე მხარდაჭერა, რომელთაგანაც გამხნევებას არასდროს ველოდი. მადლობა მათ. მადლობა ბილ ბომონტს, რომელიც რაგბისთვის ლეგენდაა. დაველოდოთ 12 მაისს, გულითადი მადლობა ყველას'', - დაწერა პიშომ სოციალურ ქსელში.

ხმის მიცემა 27 აპრილს დაიწყო და 30-ში დასრულდა. მსოფლიო რაგბის ახალი პრეზიდენტის ვინაობა 12 მაისს გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები