Thumbnail

მაინც ვის უჭერს მხარს საქართველო? მარჩიელობას ბოლო არ უჩანს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის
  • Americasrugbynews-ის ინფორმაციით, საქართველოს ხმა აგუსტინ პიშოს ერგო

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ბრიტანელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო. ხმის მიცემა 27 აპრილს დაიწყო და 30-ში დასრულდა.

რამდენიმე გამოცემამ გამარჯვებულად ბომონტი გამოაცხადა, ამერიკული მედიის ინფორმაციით კი, ჯერჯერობით, არაფერი გადაწყვეტილა. ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების გარეშემო უამრავი კითხვა დაგროვდა.

Americasrugbynews წერს, რომ ამ დროისთვის ბომონტს 24 ხმა აქვს, ხოლო პიშოს - 23. დარჩა კიდევ 4 ხმა. ამ დროისთვის, უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღეს რაგბი აფრიკამა და იაპონიამ. კანდიდატს გამარჯვებისთვის 26 ხმა სჭირდება.

ვინ რომელ კანდიდატს მისცა ხმა?

ბომონტი (24 ხმა): ინგლისი (3), საფრანგეთი (3), ირლანდია (3), იტალია (3), შოტლანდია (3), უელსი (3), რაგბი ევროპა (2), რაგბი ჩრდილოეთ ამერიკა (1), კანადა (1), ფიჯი (1), სამოა (1).

პიშო (23 ხმა): არგენტინა (3), ავსტრალია (3), ახალი ზელანდია (3), სამხრეთ აფრიკა (3), რაგბი ოკეანეთი (2), რაგბი აზია (2), რაგბი სამხრეთ ამერიკა (2), რაგბი ჩრდილოეთ ამერიკა (1), საქართველო (1), რუმინეთი (1), ურუგვაი (1), აშშ (1).

შეგვიძლია ვივარაუდოთ დარჩენილი 4 ხმის ბედი. თუ აფრიკას წინსვლა სურს, ხმა აუცილებლად პიშოს უნდა მისცეს, რათა მეორე და მესამე დონის ქვეყნებს განვითარებისა და მეტი ტესტის ჩატარების საშუალება ჰქონდეთ. რაგბი აზიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იაპონიამაც მხარი პიშოს უნდა დაუჭიროს.

ფაქტი ერთია, თუ ვინმეს რაგბიში ცვლილებები სურდა, ხმა პიშოსთვის უნდა მიეცა, თორემ 6 ერის ქვეყნები ისევ იმ ადამიანს დაუდგნენ გვერდში, ვისგანაც ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები