Thumbnail

'საქართველო უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს' - IRB-ის ყოფილი კონსულტანტი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

69 წლის ალან სოლომონსი ცნობილი სარაგბო სპეციალისტია, ის ახლა ვორჩესტერ უორიორსის დირექტორია. სამხრეთაფრიკელი 2005-2010 წლებში მსოფლიო რაგბის (მაშინ IRB) კონსულტანტი იყო და უშუალოდ კურირებდა საქართველოს. 

ალან სოლომონსმა The Rugby Paper-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც რაგბის მომავალს, ახლანდელ არჩევნებსა და მსოფლიო ერთა ლიგის პროექტს ეხება. სოლომონსი რამდენჯერმე შეეხო საქართველოს საკითხს.

ერთა ლიგაზე და საქართველოზე

"რატომ მსურს ერთა ლიგა? ყველაფერი განვითარებას ეხება - წლებია უკვე მიდის ბჭობა არის თუ არა საქართველო მზად ექვსი ერისთვის. ჩვენი ამოცანა, საქართველო ამ დონემდე მივიყვანოთ. ასე რომ, თუ შევქმნით სამთვიან ტესტების ფანჯარას, საქართველოს დარ ქვეყნებს მეორე ეშელონიდან იმედი გაუჩნდებათ, რომ პროგრესს მიაღწევენ და ელიტის დონემდე მიაღწევენ. 

კითხვები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. არ აქვს ვინ იქნება სათავაში, პიშო თუ ბომონტი, ორივეს სურს გლობალური კალენდრის შემუშავება და ერთა ლიგა". 

რა სჭირდება საქართველოს

"როცა მსოფლიო რაგბიში ვმუშაობდი - მაშინ მას IRB ერქვა, უშუალოდ ვკურირებდი 8 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. დიდი მიზანი იყო, მათი წინსვლა.

იყო წინსვლაც, მაგრამ ყველაფერი გაიყინა, ამიტომ საჭიროა ერთა ლიგა. რომელიც ხელს შეუწყობს მორაგბეების, მწვრთნელების, მსაჯებისა და მენეჯერების განვითარებას. რაც უფრო მაღალი დონისაა ტურნირი, მით უფრო კარგად ვითარდება იქ მოთამაშე.

საქართველომ, ყველასთვის მოულოდნელად, ბევრს მიაღწია ჩრდილო ნახევარსფეროში. ახლა მათ უფრო მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა სჭირდებათ. იგივეს ვიტყვი იაპონიაზე, აშშ-ზე, კუნძულელებზე. ამიტომაც ვთვლი, რომ ერთა ლიგა საჭირო ტურნირია. მსოფლიო რაგბი ცდილობს, რომ პირველი დონის ქვეყნებთან მეტი ტესტი ჰქონდეთ მათ, მაგრამ ეს ცოტაა". 

რაფავა რუსკინი - ინგლისი თუ საქართველო?

"ჩვენ უნდა წავახალისოთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომ მათ საკუთარი ქვეყნის სახელი დაიცვან საერთაშორისო ასპარეზზე. მაგალითისთვის, დეივ ევერსი (ექსეტერი/ზიმბაბვე) და ვალ რაფავა რუსკინი (გლოსტერი/საქართველო) ავიღოთ. ორივეს აქვს სამომავლო ამბიცია, რომ ინგლისის ნაკრებში ითამაშებს, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა წავახალისოთ, რომ საკუთარი ქვეყნის სახელი დაიცვან. თანაც, ისე, რომ მათი უფლებები არ დავარღვიოთ". 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახლახან თავმჯდომარის არჩევნები გამართა. კანდიდატი ორია, ინგლისელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო. არჩევნების შედეგები ოფიციალურად 12 მაისს იქნება ცნობილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები