Thumbnail
  • საქართველო V ბელარუსი შესაძლოა, წლეულს საერთოდ აღარ ჩატარდეს
  • Belfast Telegraph: უეფა ჯერ ერთა ლიგაზე ფიქრობს

Belfast Telegraph-ის ინფორმაციით, ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები გვიან შემოდგომით ჩატარდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ თარიღმა 2021 წლისთვის გადაიწიოს...

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩებში უნდა გაირკვეს ბოლო 4 საგზურის მფლობელი. ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებს უნიკალური შანსი აქვს მოხვდეს მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე, აქამდე მას მხოლოდ ორი გამარჯვება აშორებს, მაგრამ პლეი ოფის მატჩებს გამართვა არადა არ ეღირსა. 16-გუნდიანი ტურნირი, 4 გზად ჯერ კიდევ 26-31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ეს შეუძლებელი გახადა. 

უეფამ პლეი ოფი ივნისისთვის გადადო, თუმცა მალე ეს თარიღიც შეიცვალა შემოდგომით (სავარაუდოდ სექტემბერში). ამის შემდეგ უეფას გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ ორგანიზაცია სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა და ნელ-ნელა სავარაუდო თარიღმა ნოემბრისკენ გაიდაიწია. 

საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსს მასპინძლობს, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში, ან ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს. 

პლეი ოფის თემა ჩრდილოეთ ირლანდიელებისთვისაც აქტუალურია, ისინი ნახევარფინალში ბოსნიელებს სტუმრობენ. 

Belfast Telegraph: "იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ 2021 წლის ზაფხულში ტარდება, პლეი ოფის ნახევარფინალი სულაც 2021 წელს შეიძლება ჩატარდეს. 

უეფასთვის პრიორიტეტული ერთა ლიგის ტურნირის ჩატარებაა, რადგან ეს ტურნირი მეტ შემოსავალს მოუტანს TV უფლებების წყალობით, კორონავირუსის გამო მძიმე კრიზისში მყოფ ფედერაციებს. ასე რომ, ყველა შესაძლო სცენარში, რომელიც მუშავდება, უეფა პირველ რიგში ერთა ლიგის მატჩებს ანიჭებს პრიორიტეტს".

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო მატჩებზე უეფა მორიგ გადაწყვეტილებას 27 მაისს აღმასკომზე გამოიტანს, მანამდე, 11 მაისს უეფაში მორიგი ვიდეოკონფერენციაა დაგეგმილი. 

იმ შემთხვევაში, თუ უეფა პლეი ოფს 2021 წლისთვის გადაიტანს, კალენდარი შესაძლოა, ფიფას კალენდართან მოვიდეს "კონფლიქტში", 2021 წლის მარტიდან მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩები იწყება. 

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის სტატისტიკა: 3.2 მილიონი დაინფიცირებული, 229 ათასი გარდაცვლილი, 1 მილიონი გამოჯანმრთელებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები