Thumbnail

'2010 წელს ჩოგბურთიდან წასვლა მინდოდა' - ჯოკოვიჩის საინტერესო ისტორია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მსოფლიოს მე-3 ჩოგანი ვიყავი, თუმცა, ბედნიერი არ გახლდით'
  • სერბმა ჩოგბურთელმა 10 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა

დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სახელოვანი კარიერიდან საინტერესო დეტალი გაამხილა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ დიდი ჩოგბურთიდან წასვლას აპირებდა.

“2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოვიგე და მსოფლიოს მე-3 ჩოგანი ვიყავი, თუმცა, ბედნიერი არ გახლდით. 2010-ში, როლან გაროსის მეოთხედფინალში იურგენ მელცერს 2:0-ს ვუგებდი და მარცხი განვიცადე. ეს, ძალიან მძიმე მომენტი იყო, ყველაფერი ისეთი შავ ფერებში დავინახე, რომ ჩოგბურთიდან წასვლაც მინდოდა. საბოლოოდ, ეს მომენტი გარდამტეხი გახდა, თითქოს რაღაც ტვირთი მომეხსნა. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ მეტი შემეძლო და უფრო აგრესიულად ავთამაშდი”.

ცნობისთვის, ამჟამად, 32 წლის სერბ ჩოგბურთელს მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი უკავია. მას ავსტრალიის ღია პირველობა 8-ჯერ (2008, 2011, 2012, 2013, 2015, 2016, 2019, 2020) აქვს მოგებული, უიმბლდონი – 5-ჯერ (2011, 2014, 2015, 2018, 2019), აშშ-ს ღია პირველობა – 3-ჯერ (2011, 2015, 2018), ხოლო საფრანგეთის ღია პირველობა (2016) – ერთხელ.

კომენტარები

ბოლო ამბები