Thumbnail

'ეშმაკი შემიჩნდა და 7 ქალი ვცემე' - მორიგი ისტორია ტაისონის ბნელი ცხოვრებიდან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მიხარია, რომ მაშინ ცოცხალი გადავრჩი, მას მერე კოკაინი აღარ მიმიღია'
  • ლეგენდარულმა მოკრივემ კიდევ ერთი სკანდალური ამბავი გაიხსენა

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი ბოლო პერიოდია გულახდილი ინტერვიუების მიცემითაა დაკავებული და თავისი სკანდალური ცხოვრების მორიგი ეპიზოდი გაიხსენა.

მძიმე წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ამჯერად იმაზე ისაუბრა, როგორ კარგავდა თავზე კონტროლს კოკაინის მოხმარებისას. ირკვევა, რომ ერთხელაც მას 7 ქალი უცემია.

📋 მეტი ამ თემაზე: 

"მახსოვს, სასტუმროში საწოლში ვიყავი. მაშინ ყოველთვის ვცდილობდი, რომ მარტო არ დავრჩენილიყავი ხოლმე, გვერდში ან მეძავი უნდა მყოლოდა ან ძაღლი...

ვწევარ საწოლში, ჩემთანაა 7 ქალი, მორფინი, კოკაინი, ტაბლეტები პოტენციისთვის, მარიხუანა, კონიაკი... ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაბალ წერტილზე ვიყავი, პარანოიამ შემიპყრო და აზრმა გამიელვა, რომ ეს ქალები ჩემს გაძარცვას აპირებდნენ.

შედეგად, მათი ცემა დავიწყე. ყველაფერი ბურუსით იყო მოცული, თუმცა, მიზანს მაინც ვხედავდი. არ მინდოდა, მათთვის ჩემი რაიმე ნაწილიც კი დამეთმო. მაშინ ეშმაკი შემიჩნდა და გაიმარჯვა კიდეც.

ოთახიდან ყველანი გავყარე. დავწექი და თვალებს ვერ ვხუჭავდი, თან სულ ოფლში ვიყავი. მიხარია, რომ ცოცხალი გადავრჩი. მას შემდეგ კოკაინი აღარ მიმიღია".

კომენტარები

ბოლო ამბები