Thumbnail

'ალიანც არენა' ევრო 2020-ს უმასპინძლებს, მიუნხენმა მასპინძლობა შეინარჩუნა  

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მიუნხენი ევროს გადავადების გამო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას არ დაკარგავს
  • უეფას 12-ვე მასპინძელი ქალაქის შენარჩუნება სურს

ქალაქ მიუნხენის საბჭომ სპორტის დეპარტამენტის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომ "ალიანც არენამ" შეინარჩუნოს ევროპის ჩემპიონატის ოთხი მატჩის მასპინძლობის უფლება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიტანეს, რამაც მიუნხენის მასპინძლობას პრობლემები შეუქმნა...

ევრო 2020 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება, მიუნხენის სტადიონი ჯგუფში სამ მატჩს უმასპინძლებს გერმანიის ნაკრების მონაწილეობით, მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის, ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის წინააღმდეგ, მესამე მატჩი იოახიმ ლიოვის გუნდს ევროს პლეი ოფის გამარჯვებულ გუნდთან ექნება. "ალიანც არენა" ასევე ევროს 1/4-ფინალურ მატჩს უმასპინძლებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის სტადიონმა ევრო 2020-ის მასპინძლის სტატუსი შეინარჩუნა, ბილეთის მფლობელებს მაინც შეუძლიათ უკან დაბრუნება. უეფას სურვილია ევრო 2020-ის 12-ვე მასპინძელი ქალაქი შეინარჩუნოს, თუმცა ეს შეიძლება, არ იყოს იოლი. 

კომენტარები

ბოლო ამბები