Thumbnail

ბაჩო ხურციძე: საქართველოსთვის პიშოს გამარჯვება უკეთესი იქნება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის კომენტარი
  • ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის არჩევნებს გამოეხმაურა

26-დან 30 აპრილის ჩათვლით, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. კანდიდატი ორია: ინგლისელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო. საქართველოს არჩევნებში ერთი ხმის უფლება აქვს.

როგორც რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამბობს, არჩევნების წინ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება ყველა კავშირს ეკრძალება, თუმცა რაგბი ევროპამ და აზიურმა რაგბიმ თავიანთი არჩევანის შესახებ საჯაროდ გამოაცხადეს. პოპსპორტი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, ბაჩო ხურციძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

''ხმის მიცემა 30 აპრილამდე გრძელდება. 12 მაისს გამარჯვებული გვეცოდინება. მსოფლიო რაგბიმ შვეიცარული კომპანია დაიქირავა, რომელიც საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს. ცალსახად, ჩვენთვის პიშოს კანდიდატურა უფრო სასარგებლოა. ბომონტის დროს ბევრი დაპირება იყო, რომლებიც არ შესრულდა. პიშოს ყოველთვის სურდა, რომ პირველი და მეორე დონის ქვეყნებს ერთმანეთში უფრო მეტი მატჩი ჩაეტარებინათ. მას ძალიან კარგი იდეები აქვს და იმ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში მუშაობისას დაინახა. არ ვიცი, რას ფიქრობენ საქართველოს რაგბის კავშირში, მაგრამ საქართველოსთვის უკეთესი პიშოს გამარჯვება იქნება'', - განაცხადა ბაჩო ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე იბრძვიან. 24 თებერვლის არჩევნებზე დელეგატების ქვორუმი არ შედგა, რის შემდეგაც არჩევნები გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტობის არჩევნები.

კომენტარები

ბოლო ამბები