Thumbnail

ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ის კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიაზე საუბრობს.

არსი იმაში მდგომარეობს, რომ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყველა ჩვენთაგანმა გარკვეული წვლილი უნდა შევიტანოთ. აი, რას ამბობს 20 წლის ქართველი კალათბურთელი:

“COVID 19-ის დასამარცხებლად ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. იქნება ეს მეზობლების მიმართ ყურადღების გამოჩენა, ავადმყოფებისთვის სისხლის გაღება თუ უბრალოდ, სოციალური დისტანციის დაცვა. პირადად, მუდმივად ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრებისა თუ გუნდელების მდგომარეობა მოვიკითხო და არსებულ რეგულაციებსაც ვიცავ. და თქვენ რას აკეთებთ ამ ბრძოლაში?”.

#DoingMyPart

❤🏀 #DoingMyPart

Posted by Goga Bitadze on სამშაბათი, 28 აპრილი, 2020

ამავდროულად, გოგამ საკლუბო აქციებისთვისაც მოიცალა და ბავშვებს სი სი იოვენის Basketball Break-ი წაუკითხა. შეგახსენებთ, რომ ინდიანა პეისერსმა აპრილის დასაწყისში ხელშეკრულება გააფორმა ინდიანაპოლისის საჯარო ბიბლიოთეკასთან.

მიზანი ისაა, რომ კორონავირუსის გამო იზოლაციაში გადასული პატარები წიგნებს არ მოსწყდნენ, საყვარელი კალათბურთელების მიერ წაკითხული ტექსტების მოსმენა კი მათთვის დამატებითი მოტივაცია ექნება.

ბითაძემ თავისი მისია ჩინებულად შეასრულა და პეისერსის ფანებისგან კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა. “ეს წიგნი უკვე შეგვიყვარდა! გოგას ჩვენგან მადლობა გადაეცით!”, - წერდნენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ პანდემის გამო, მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში მატჩები 12 მარტს შეწყდა, ტურნირის განახლების ოფიციალური თარიღი კი, ამ დრომდე უცნობია.

ინდიანამ ქართველი კალათბურთელი გასულ დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია და სეზონის შეწყვეტამდე გოგამ 49 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი 3.1 ქულა და 2.0 მოხსნა გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები