Thumbnail
  • კორონავირუსის პანდემიის გამო, PRO D2-ის სეზონი ნაადრევად დასრულდა
  • 23 ტურში საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში 11 ქართული ლელო დაიდო

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსი პანდემიის გამო, აგვისტომდე სპორტული ღონისძიებები აიკრძალება, რის გამოც საფრანგეთის სარაგბო ლიგების: TOP 14-ის და PRO D2-ის დასრულება ვერ მოხერხდება. პოპსპორტი PRO D2-ში ქართველების მიერ ჩატარებული სეზონს იხსენებს. საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში 23 ტური ჩატარდა და პლეი ოფამდე 7 ტური რჩებოდა.

23 ტურში 11 ქართული ლელო დაიდო და ცხრა მორაგბემ გამოიჩინა თავი. ირაკლი მირცხულავამ (ოიონა) და ილია კაიკაციშვილმა (ნევერი) 2-2 ლელო დადეს, ხოლო თითო ლელოთი თავი ლუკა გოგინავამ (ანგულემი), გიორგი შარაშიძემ (ვალენს რომანსი), შალვა სუთიაშვილმა (ანგულემი), გიორგი ცუცქირიძემ და ლუკა ნიორაძე (ორივე ორიაკი), ჟორჟ სალდაძემ (ბეზიე), თამაზ მჭედლიძემ (რუანი) გამოიჩინეს.

PRO D2-დან TOP 14-ში არავინ აღზევდება და ასევე არცერთი გუნდი არ დაქვეითდება. ჩემპიონატს 77 ქულით ბექა შეყლაშვილის კოლომიე ლიდერობდა.

📺 ვიდეო: ქართველების ყველა ლელო PRO D2-ში 

ქართველები PRO D2-ში

მე-3 ტური | ანგულემი 17:16 რუანი - ლუკა გოგინავას ლელო

მე-11 ტური | ნევერი 36:6 ვალენს რომანსი - ილია კაიკაციშვილის დუბლი

მე-13 ტური | პროვენს რაგბი 26:23 ვალენს რომანსი - გიორგი შარაშიძე

მე-14 ტური | ანგულემი 19:15 პროვენს რაგბი - შალვა სუთიაშვილი

მე-17 ტური | პერპინიანი 38:15 ორიაკი - გიორგი ცუცქირიძე

მე-18 ტური | ოიონა 31:22 ბიარიცი - ირაკლი მირცხულავა

მე-18 ტური | ორიაკი 23:6 რუანი - ლუკა ნიორაძე

21-ე ტური | ოიონა 25:21 ბეზიე - ჟორჟ სალდაძე

22-ე ტური | პერპინიანი 57:12 რუანი - თამაზ მჭედლიძე

23-ე ტური | ოიონა 40:21 გრენობლი - ირაკლი მირცხულავა

კომენტარები

ბოლო ამბები