Thumbnail

ქართველი მძლეოსანი დიდების დარბაზში – ის 2 ოლიმპიადის მონაწილეცაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ქვეხიშვილი ფლორიდის უნივერსიტეტმა დააფასა
  • ქართველი ბირთის მკვრელი NCAA-ს 5-გზის ჩემპიონია

ქართველი მძლეოსანი (ბირთვის კვრა), საქართველოს ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების 2-გზის მონაწილე მარიამ ქევხიშვილი ფლორიდის შტატის 2020 წლის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ბირთვის მკვრელი ფლორიდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ წარმატებული წარმომადგენელი იყო და 2007-2010 წლებში NCAA-ს 5-გზის ჩემპიონი გახლავთ.

ქევხიშვილმა ოლიმპიადაზე პირველად 2004 წელს, 18 წლის ასაკში იასპარეზა და 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეც იყო. პირველ შემთხვევაში (15.06 მ.) 35-ე იყო, პეკინში კი, 30-ე შედეგი (15.99) დააფიქსირა.

ღია სივრცეში ქვეხიშვილის საუკეთესო შედეგი 17.60 მეტრია, დარბაზში კი – 17.83 მეტრი. აი, როგორ გამოეხმაურა აღნიშნულ წარმატებას თავად სპორტსმენი.

“იმის ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სასიამოვნო ამბავი მართლაც კარგი მოსასმენია.
დღეს შემატყობინეს, რომ ფლორიდის უნივერსიტეტის 2020 წლის Hall of Fame-ის კლასში მოვხვდი, რაც უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში, სპორტულ მიღწევათა შორის, ჩემთვის უმაღლესი შედეგია. რა თქმა უნდა, ამისთვის, მარტოს არ მიმიღწევია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა: ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ჟურნალისტებსა და სხვას ყველას”.

კომენტარები

ბოლო ამბები