Thumbnail
  • იტალიელმა ფეხბურთელმა საუკეთესო XI ჩამოთვალა
  • კასანომ გუნდში მხოლოდ სამი თანამემამულე შეიყვანა

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ იმ ფეხბურთელთაგან, ვის მხარდამხარაც კარიერის განმავლობაში უთამაშია, სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში მხოლოდ 3 იტალიელი შეიყვანა.

ანტონიო კასანოს სიმბოლური ნაკრები: ჯანლუიჯი ბუფონი - კაფუ, ვალტერ სამუელი, სერხიო რამოსი, რობერტო კარლოსი - ანდრეა პირლო, ზინედინ ზიდანი, კლაარენს ზეედორფი - ფრანჩესკო ტოტი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდო.

კასანო 7 იტალიურ გუნდის (ბარი, რომა, სამპდორია, მილანი, ინტერი, პარმა, ვერონა) ღირსებას იცავდა, იტალიის ფარგლებს გარეთ კი, მხოლოდ ერთხელ ითამაშა, როდესაც 2006-08 წლებში მადრიდის რეალის ფორმა მოირგო. "ფანტანტონიომ" იტალიის ნაკრებში 39 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები