Thumbnail

'საქართველოს ოპტიმიზმის საფუძველი' - იოანე იაშაღაშვილი Telegraph-ის რჩეულებში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბრიტანულმა Telegraph-მა რუბრიკაში, Inside Line გამოაქვეყნა სტატია 15 ახალგაზრდა მოთამაშეზე, რომელთაც აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყვეტილი სარაგბო მატჩები განახლდება. რჩეულთა შორის ქართველი მორაგბე იოანე იაშაღაშვილიცაა..

იოანე იაშაღაშვილი

ასაკი: 20
პოზიცია: მესამეხაზელი
კლუბი: ბაიონი
მატჩები TOP 14-ში: 0

"საქართველოს ნაკრების სტაბილური ასპარეზობა U20 დონეზე, ამ ქვეყნის ნაკრების მომავალზე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. საქართველოს 20-წლამდელთა გუნდმა სამჯერ მე-10 ადგილი დაიკავა, 2018 წელს კი - მეცხრე.

იაშაღაშვილმა 2019/20 წლების სეზონში ბაიონის მაისურით სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა ჩელენჯ კაპზე. ის დიდებულად თამაშობს ბურთით და უბურთოდ. იოანემ 70 ბოჭვა შეასრულა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 20-წლამდელთა შორის. ის დიდებულად უძღვებოდა თამაშს მე-8 ნომრის პოზიციიდან შოტლანდიასთან 19:12 მოგებულ მატში. 

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ იოანე იაშაღაშვილი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და მას "მამუკა გორგოძის მემკვიდრე" უწოდეს. 

იაშაღაშვილის გარდა, 14 საინტერესო ახალგაზრდა მორაგბეში ბრიტანულმა გამოცემამ შეიყვანა: ბრაინ ბერდი, ანგუს ბელი, კრეიგ კეისი, ვილ კაპონი, სემ კოსტლოუ, ჯეიმი დობი, ქალენ გრეისი, აარონ ჰინკლი, რიკუს პრეტორიუსი, ლუის რეეს-ზემიტი, მაქს ოჯომო, ჰოსკინს სოტუტუ, დონოვან ტაოფიფენუა და ჰარი უილსონი.  

კომენტარები

ბოლო ამბები