Thumbnail
  • 'ზაზა ტონის ყოველთვის უფროს მეგობრად მიიჩნევდა და მის რჩევებს ითვალისწინებდა'
  • ქართველი და ხორვატი კალათბურთელები ერთად 2004-05 წლების სეზონში თამაშობდნენ

ამერიკულმა ESPN-მა ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა ცნობილ ხორვატ კალათბურთელ ტონი კუკოჩს და ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებული ამბავიც გაიხსენა.

კუკოჩს, რომელიც უკვე 51 წლის გახლავთ, NBA-ში სახელოვანი კარიერა ჰქონდა. ის ჩიკაგოს (1993-2000), ფილადელფიას (2000-2001), ატლანტასა (2001-2002) და მილუოკის ღირსებას (2002-2006) იცავდა და ბულსის რიგებში 3 საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი გახდა.

ხორვატმა ფორვარდმა კარიერა 2006 წელს ბაქსში დაასრულა და მისი და ფაჩულიას გზები სწორედ ამ გუნდში გადაიკვეთა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი მილუოკიში ამერიკული კარიერის საწყის ეტაპზე, 2004-05 წლების სეზონში იცავდა, მაშინ, როდესაც ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, კუკოჩი კი მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო.

აი, როგორ იხსენებს ESPN ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდს:

“ზაზა ფაჩულია მხოლოდ 20 წლის იყო, როდესაც მილუოკიში 1 სეზონი გაატარა. ის კუკოჩს ყოველთვის უფროს მეგობრად მიიჩნევდა და მის რჩევებს ითვალისწინებდა. ზაზა და ტონი რესტორანში სავახშმოდ ხშირად დადიოდნენ და ცნობილია, რომ ღვინის საფასურს ყოველთვის ხორვატი იხდიდა. ფაჩულია ფიქრობდა: ალბათ იმიტომ, რომ ამერიკაში ჯერაც არასრულწოვნად ვითვლები. საბოლოოდ, მან კუკოჩს აღნიშნულის მიზეზი ჰკითხა. აი, პასუხიც: “ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ის ყოველთვის ძვირფას ღვინოს უკვეთავდა, მე კი ახალბედის კონტრაქტი მქონდა და შესაბამისაც, ჩვენი შემოსავლებიც დიდად განსხვავდებოდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები