Thumbnail

მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის პანდემიის ჟამს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ქვეყნის პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩაატარა.

სპეციალური ჯგუფი Georgian Chess Federation ყველაზე პოპულარულ საჭადრაკო პლატფორმაზე Chess.com შეიქმნა, სადაც სხვადასხვა დონის მოთამაშეებსა თუ უბრალოდ მოყვარულებს შორის უამრავი შეჯიბრი ტარდება.

საქართველოს ონლაინ-პირველობა უძლიერესი შემადგენლობით დაკომპლექტდა და მასში მონაწილეობას ქართული ჭადრაკის მთელი თანავარსკვლავედი იღებდა.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ 92 მონაწილეს შორის 24 საერთაშორისო დიდოსტატი და 23 საერთაშორისო ოსტატი გახლდათ.

მათ შორის იყვნენ მსოფლიოს 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები ნანა ძაგნიძე (ერთადერთი ქართველი, ვინც ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა), ლელა ჯავახიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი, 2015 წლის ქალთა მსოფლიოს პირველობის ჩემპიონები ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ბაადურ ჯობავა.

ქალთა შორის ჩემპიონობა მერი არაბიძემ იზეიმა

ცნობისთვის, ჯობავა, მელია, ბაციაშვილი და სოფიო გვეტაძე სხვადასხვა დროს სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები ყოფილან.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა და დაწესებული იყო რამდენიმე საპრიზო კატეგორია. განსაკუთრებით გამოჩეული იყო დროის კონტროლი – ერთი წუთი მთელ პარტიაზე ერთი წამის დამატებით. შესაბამისად, ბევრ მონაწილეს საერთოდ პირველად მოუწია მსგავსი კონტროლით თამაში.

ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურამდე უცნობი იყო.

საბოლოოდ, ჩემპიონის ტიტული, 13  ქულით ერთპიროვნულად მოიპოვა უნიჭიერესმა ეროვნულმა ოსტატმა ნიკა ვოლკოვმა, რომელიც განსაკუთრებულად ძლიერია ამ დისციპლინაში და ჩემპიონატის დაწყებამდეც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. მან საჩემპიონო გზაზე ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები დაამარცხა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა. 12-12 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს საქართველოს მრავალზგის ჩემპიონებმა გიგა ყუფარაძემა და თორნიკე სანიკიძემ.

არანაკლებ დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა ბრძოლა ქალთა შორის. საბოლოოდ, მერი არაბიძემ და ნინო ხომერიკმა 10.5-10.5 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველობა არაბიძემ დაისაკუთრა. მესამე ადგილზე 10 ქულით ბელა ხოტენაშვილი გავიდა.

2200-მდე სარეიტინგო კატეგორიაში საუკეთესო შედეგი გიორგი გამზარდიამ აჩვენა, ხოლო 16 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის ნიკოლოზ კაჭარავამ გამოიჩინა თავი.

ვაჟები

1. ნიკა ვოლკოვი – 13.0 ქულა
2. ბაადურ ჯობავა – 12.5
3. გიგა ყუფარაძე – 12.0
4. თორნიკე სანიკიძე – 12.0
5. ზურაბ ჯავახაძე – 11.5 
6. მალხაზ სულაშვილი – 11.5
7. ირაკლი ახვლედიანი – 11.0 
8. ლევან ფანცულაია – 11.0
9. გიორგი ნიკოლაშვილი – 11.0
10. ბაჩანა მორჩიაშვილი – 11.0 
11. მიხეილ მჭედლიშვილი – 10.5 
12. დავით მაღალაშვილი – 10.5

ქალები

1. მერი არაბიძე – 10.5 ქულა
2. ნინო ხომერიკი – 10.5
3. ბელა ხოტენაშვილი – 10.0
4. ნანა ძაგნიძე – 9.5
5. ნინო ბაციაშვილი – 9.0
6. სალომე ხაჟომია – 9.0

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები