Thumbnail

ბილ ბომონტი: საქართველოს თავისუფლად შეუძლია იყოს ასეთი ტურნირის მონაწილე!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბილ ბომონტის ინტერვიუ AFP-სთან
  • ინგლისელი ერთა ლიგის იდეას კვლავ მიუბრუნდა

კვირას მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის ორგანიზაციის არჩევნებია, 51 ხმის მქონე პირი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რომლის შედეგებიც 12 მაისს გამოქვეყნდება. კანდიდატი ორია: ინგლისელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო.

AFP-სთან ინტერვიუში მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტმა განაცხადა, რომ მზადაა, რაგბი ღია, დემოკრატიული სპორტი განახლოს, თუ ხელმეორედ აირჩევენ თანამდებობაზე.

მეტი ამ თემაზე:

ბილ ბომონტი: "ჩვენ შევცვლით კალენდარს ისე, რომ მსოფლიო თასის წინა მატჩებში პირველი დონის ქვეყნები მეორე დონის ქვეყნებს შეხვდებიან, რომ ეს უკანასკნელნი უკეთ მოემზადონ.

ჩვენ ასევე გვსურს რეგიონები უკეთ იყვნენ დაფინანსებულნი, რომ კარგად განვითარდნენ და გუნდებიც უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ. 

ერთა ლიგის მსგავსი ტურნირები ამჟამად მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ეგიდით არ იმართება. ვფიქრობ, არის შანსი ამ ტურნირის იდეის ხორცშესხმის, სადაც აუცილებლად იქნება, გავარდნა/აღზევების სისტემა.

არ არის აუცილებელი ეს იყოს ექვს ერში, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება ახალ, დიდ ტურნირში მონაწილეობის. უნდა იყოს გავარდნა/აღზევების სისტემა, რომ ამ ტურნირში სულ ერთი და იგივე 10 ან 12 ნაკრები არ თამაშობდეს. 

ისეთი ქვეყნები, როგორიც იაპონია ან საქართველოა, თავისუფლად შესაძლებელია იყვნენ ასეთი ტურნირის მონაწილეები. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩემი მიზანია, რომ ეს სპორტის სახეობა უფრო მისაღწევი და უკეთესი იყოს ყველასთვის.

ასე რომ, ერთა თასის ვარიაცია, სავსებით შესაძლებელია მომავალში". 

შეგახსენებთ, რომ ბომონტის თავმჯდომარეობის პერიოდში მსოფლიო რაგბის წინადადება ახალ ტურნირზე საბოლოოდ ჩავარდა, მასში ჩრდილოეთისა და სამხრეთ ნახევარსფეროების 6-6 ნაკრები უნდა გამოსულიყო. გასული წლის ზაფხულში მსოფლიო რაგბიმ აღიარა, რომ ერთა ლიგა (Nations Championship) არ იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები