Thumbnail

ზინედინ ზიდანის შვილი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს - ლუკამ თანხმობა უკვე თქვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საფრანგეთის ნაკრების ლეგენდის შვილმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
  • სანტანდერის რასინგის 21 წლის გოლკიპერი ალჟირის ნაკრების ღირსებას დაიცავს
  • ლუკა საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა და ტიტულებსაც იგებდა

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდენის შვილი ლუკა ზიდანი, რომელიც რასინგის მეკარეა, თანახმაა ალჟირის მოქალაქეობა მიიღოს და ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება დაიცვას. 

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის მშობლები საფრანგეთში სწორედ ალჟირიდან გადასახლდნენ. თავად ზინედინმა კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს (1998 წელს) და ევროპის (2000) ჩემპიონატებზე გაიმარჯვა.

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთს მუნდიალზე გაამარჯვებინა

ალჟირული მედიის ცნობით, ალჟირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამელ ბელმადი ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე შეხვდა ლუკას და დაითანხმა ის, დაიცვას თავისი წინაპრების სამშობლოს ღირსება.

21 წლის ლუკა ზიდანს ალჟირის ნაკრების მაისურით თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ამ შემოდგომით შეეძლება. ამ გუნდის კარში ადგილის მოსაპოვებლად ლუკას მასზე გაცილებით უფროსი რაის მ’ბოლისა და აზედინ დუხას მეტოქეობის დაძლევა დასჭირდება.

ლუკამ მამის გუნდში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ შეძლო

ლუკა საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდა, 17-წლამდელებთან ერთად კი ევროპის პირველობაც მოიგო. იჯარით სანტანდერის რასინგში მოთამაშე მეკარემ, რომელზე უფლებებსაც მადრიდის რეალი ფლობს, ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში 29 მატჩში 37 გოლი გაუშვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები