Thumbnail

ვიერი ჰაალანდზე: ის მსოფლიოში საუკეთესოა და 300 მილიონად გაიყიდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘დორტმუნდი სწორად აირჩია, იქ მასზე კარგად იზრუნებენ’
  • კრისტიან ვიერი ნორვეგიელის თამაშით აღფრთოვანებულია

მილანის ინტერის ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელ ლეგიონერს ერლინგ ჰაალანდს მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი უწოდა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ის ყველანაირ სატრანსფერო რეკორდს მოხსნის.

“ჰაალანდი – თავდამსხმელებს შორის პირველ ადგილზეა. კარგია, რომ მან დორტმუნდი აირჩია, რადგანაც იქ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე კარგად ზრუნავენ. რამდენიმე წლის შემდეგ ის რომელიმე ტოპ კლუბში გადავა 200 ან 300 მილიონი ევროს სანაცვლოდ”.

19 წლის ნორვეგიელი ვარსკვლავის საკუთარ რიგებში ხილვა არაერთ ცნობილ კლუბს სურს, ყველაზე მეტად კი, მადრიდის რეალი, ტურინის იუვენტუსი და ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობენ.

მიმდინარე სეზონში ჰალანდს ბორუსიას მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი, 12 გოლი და 1 საგოლე პასია.

ის, გერმანული ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერში ავსტრიული ზალცბურგიდან გადავიდა, მანამდე კი, სამშობლოში, ბრინსა და მიოლდეში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები