Thumbnail

'მოთამაშეებს იქ არ გავაგზავნით, სადაც შვილებს არ გავუშვებდით' - ფიბა არ ჩქარობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფიბას გენერალურმა მდივანმა ანდრეას ზაგკლისმა ესპანურ დიარიო  AS-თან ინტერვიუში საკალათბურთო ტურნირების განახლების გეგმებზე ისაუბრა. 

ანდრეას ზაგკლისი: "ფიბა ამ მოვლენების პირველივე დღიდან ამ პოზიციაზეა - ჩვენი პრიორიტეტი მოთამაშეებისა და ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობაა, რომლებიც ფიბას ტურნირებში ჩართულები არიან. 

კალათბურთი კონტაქტური სპორტია, სპორტი, რომელიც ძალზე პოპულარულია მსოფლიოში. ტურნირები ძირითადად დახურულ სივრცეში ტარდება. ჩვენ ვერ გავგზავნით ჩვენს მოთამაშეებს იქ, სადაც არ გავუშვებდით საკუთარ შვილებს.  სანამ ტურნირების განახლებაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასჯერ დავფიქრდებით.

ჩვენი მიზანია, კალათბურთი ამ კრიზისიდან უფრო ძლიერი დაბრუნდეს. კალათბურთი მოქნილი სპორტია - ჩვენ გვაქვს 3x3-ზე ფორმატი, ვფიქრობ, პირველ რიგში სწორედ ეს სახოება განახლდება. 

უდიდესი გამოცდაა ჩვენთვის და ყველასთვის, სანამ კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნება. კალათბურთის "ვირუსი" გაცილებით ძლიერა, ვიდრე კორონავირუსი - ასე რომ, ჩვენ მალე და ძლიერები დავბრუნდებით". 

შეგახსენებთ, რომ ფიბამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი გადადო, გაჩერებულია ეროვნული პირველობები, ევროთასები. ევრობასკეტი, რომელიც 2021 წელს ოთხ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უნდა ჩატარებულიყო - 2022 წლის სექტემბრისთვის გადაიდო. 

კომენტარები

ბოლო ამბები