Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალზე ისაუბრა
  • სერბი ესპანელ მენტალურ გიგანტს უწოდებს

როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი - ეს ჩოგბურთის აბსოლუტური ტოპ-სამეულია. შვეიცარიელს დიდი სლემის ტურნირები 20-ჯერ აქვს მოგებული (რეკორდი), ესპანელს - 19-ჯერ, ხოლო სერბს - 17-ჯერ.

ჯოკოვიჩს მიაჩნია, რომ ნადალს ფედერერთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს - ფსიქოლოგიური. “თუ მენტალურ სიძლიერეზე ვისაუბრებთ, რაფაზე უკეთესი არავინ არ არის. წლების მანძილზე ვუყურებდით, როგორ ბრუნდებოდა ნადალი ტრავმების შემდეგ. შესაძლოა, მასზე მეტი ტრავმა არც არავის ჰქონია და ყველაფერს გაუძლო. როცა მასთან სათამაშოდ გადიხარ, ხვდები, რომ გელოდება ბრძოლა გლადიატორთან. იცი, რომ ეს იქნება ბრძოლა მენტალურ გიგანტთან. ვფიქრობ, ნადალი მენტალურად ფედერერზე ძლიერია,” - განუცხადა ჯოკოვიჩმა Tennis World USA-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები