Thumbnail

არსენალი და ტოტენჰემი ევროთასების მიღმა? ქალთა ევრო გადაიდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ამ წუთებში ვიდეოკონფერენციის სახით, უეფას აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს. ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი - ევრო 2021 ქალთა შორის, რომელსაც ინგლისი მასპინძლობს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადავადდა - 2022 წლის ივლისისთვის. 

ბრიტანული ტაბლოიდები The Sun და Daily Mail კი უკვე წერენ, რომ ინგლისის პრემიერლიგა თუ აღარ დასრულდება, რისი შანსიც დიდია - უეფა გადაწყვეტილებას ევროთასების საგზურებზე სპორტული პრინციპით (საშუალო ქულა თამაშზე) გამოიტანს და არა უეფას საკლუბო კოეფიციენტის მიხედვით, როგორც ადრე წერდნენ.

ასე რომ, თუ პრემიერლიგა აღარ განახლდება - 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისიდან ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ლესტერი და ჩელსი იასპარეზებენ. 

მე-8 ადგილზე მყოფი ტოტენჰემი და მე-9 ადგილოსანი არსენალი ევროთასებს ემშვიდობებიან. ევროპალიგაზე მანჩესტერ იუნაიტედი და ვულვზი გავლენ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიაა. 2.65 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 185 ათასი გარდაიცვალა

კომენტარები

ბოლო ამბები