Thumbnail
  • სადიოს არ მოეწონა, რომ მწვრთნელმა მას ვან დაიკი არჩია
  • სენეგალელ ფეხბურთელთან მუშაობა ზიზუსაც სურს

ინგლისური ლივერპულის ფორვარდი სადიო მანე კარიერის მადრიდის რეალში გაგრძელებას აპირებს. 28 წლის სენეგალელ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაში სურს და France Football-ის ცნობით, მასთან მუშაობა ფრანგ მწვრთნელსაც უნდა.

როგორც ირკვევა, მანე მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს მას შემდეგ გაუნაწყდენდა, რაც მან 2019 წელს “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლისას აშკარა მხარდაჭერა გუნდის მცველ ვირჯილ ვან დაიკს გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მაშინ მანე მე-4 ადგილზე გავიდა და სწორედ ვან დაიკს, იუვენტუსის ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსა და ბარსელონას ლიდერ ლიონელ მესის ჩამორჩა.

არსებობს ინფორმაცია, რომ აფრიკელი ფეხბურთელის გადაბირება პსჟ-საც სურს, თუმცა, თავად სადიოს არჩევანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

მანეს ლივერპულთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი კი 120 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები